საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 54 გამოჯანმრთელდა

19:22, 10.04.2020

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 234 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აქედან, ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის გახდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 234 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 54 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

მსგავსი