საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 497 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 497 შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით, 156-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5107 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.