საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ​497 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 156 გამოჯანმრთელდა

23:23, 27.04.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​497 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი შვიდით, 156-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5107 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 534.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი