საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 444 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 132 გამოჯანმრთელდა
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 13 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 444 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5888 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.