საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა
საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს ცენტრიდან აცნობეს, თბილისში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. მათგან ჰოსპიტალიზებულია ექვსი პაციენტი სხვადასხვა მიდამოს დაზიანებით.

რაც შეეხება რეგიონებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რეგიონებში პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში გადაყვანილია 13 პაციენტი.