საქართველოში 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა
საქართველოში 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა

საქართველოს 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.

პირველი არხის ინფორმაციით, ჟან-ივ ლე დრიანი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებებში.

ჟან-ივ ლე დრიანი საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 2017 წლის მაისში გახდა და ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.

დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ეწვევა.