საქართველოში 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა
საქართველოში 2018 წელს ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა

2018 წელს საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან ეწვია. ტურიზმის სტატისტიკაზე საუბარია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც 27 მაისის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარედგინება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოს 8 მლნ 326 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემს 10.2 პროცენტით აღემატება, რადგან 2017 წლის მონაცემებით, ვიზიტორების რაოდენობა 7 მლნ 555 ათასს შეადგენდა.

რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას ქვეყნების მიხედვით, შემდეგია: აზერბაიჯანი (1.81 მლნ ადამიანი, 6.6%-იანი ზრდა); სომხეთი (1.73 მლნ ადამიანი, 0.4%-იანი ზრდა); რუსეთი (1.71 მლნ ადამიანი, 22.4%-იანი ზრდა); თურქეთი (1.31 მლნ ადამიანი, 5.2%-იანი ზრდა); ევროკავშირი (0.43 მლნ ადამიანი, 34.4%-იანი ზრდა); დანარჩენი ქვეყნები (1.34 მლნ ადამიანი, 13.8%-იანი ზრდა)

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 მლრდ 222 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.1 პროცენტით (518 მლნ აშშ დოლარით) აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.