საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება

12:03, 26.08.2020

საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები, პირველი ოქტომბრიდან კი თეატრები გაიხსნება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

„მიღებულ იქნა გადაწყვტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით, კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან, ასევე ორი კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები“,- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი