საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი
საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი

საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ აცრა იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს „ფაიზერის“ ორი დოზით. ამდენად, მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა, 12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დატოვე კომენტარი