საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხუთი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო.
ვებგვერდზე ამ დროისთვის განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 54 მათ შორის გამოჯანმრთელებული – ხუთი კარანტინის რეჟიმში – 3320 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235.
საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა თბილისის ინფექციური საავადმყოფო 16 მარტს დატოვა. კლინიკიდან გაწერილი პაციენტი რეკომენდაციების თანახმად, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში დარჩება.