საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები შესრულდება
საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები შესრულდება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია Turkish Airlines-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.