საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება:

„შეპირებისამებრ, რაგბის გულშემატკივრებს გვსურს ვაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია:

2019 წლის 18 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირებს შორის ურთიერთანამშრომლობის 11 წლიან ხელშეკრულებას.

ხელშეკრულება ითვალისწინებს:

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოს რაგბის კავშირის ფრანჩაიზი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კაშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირში – ქარი ქაფი;

შედგება მჭიდრო ურთიერთანამშრომლობითი ურთიერთობა სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს რაგბის აკადემიებს შორის;

ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბება სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (ეროვნული, საქართველო XV, შვიდკაცა, ასაკობრივი ნაკრებები: U15, U17, U18, U20) რაც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებსა და ასევე თამაშებს;

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის დახმარებით ქართველ მწვრთნელებს, მსაჯებს, მენეჯერებსა და სხვა სარაგბო სპეციალისთებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი თრეინინგები;

ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყნის რაგბის კავშირები ხელს შეუწყობენ ქართულ და სამხრეთ აფრიკულ კლუბებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ერთობლივი ტურნირები მოეწყობა როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე საქართველოში;

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა მარკ ალექსანდრემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

გვინდა მივულოცოთ ქართველ მორაგბეებს, სპეციალისტებსა და ქომაგებს ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული რაგბის უფრო სწრაფ განვითარებას.“

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი

დატოვე კომენტარი