საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა #1TVSPORT

14:28, 01.10.2026

პირველ ოქტომბერს სასტუმრო „პულმანში“ საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საფრანგეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა და ექვსი ერის საბჭოს პრეზიდენტმა, აბდელატიფ ბენაზმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ.

ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო და ვეტერანი მორაგბეები.

მემორანდუმი ორი ქვეყნის რაგბის კავშირებს შორის მრავალწლიანი ურთიერთობას კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.

დოკუმენტი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მაღალი მიღწევების სპორტის, მოთამაშეთა და მწვრთნელთა განვითარების, ახალგაზრდული რაგბის, მსაჯთა მომზადების, სამედიცინო მიმართულების, სპორტული მეცნიერების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროებში.

მსგავსი