საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში ჩანიშნული ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება
საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში ჩანიშნული ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 აგვისტოს ჩანიშნული ტესტ-მატჩი აღარ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას, რუსეთის რაგბის კავშირზე დაყრდნობით, „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, რუსეთის რაგბის ფედერაცია, ბოლო დროს თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მატჩის გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს.

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა წუხილით აკვირდება საქართველოში, კერძოდ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურად განწყობილი პირების მხრიდან ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი და შესაძლოა, იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან, საფრთხე შეექმნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული ვართ, შეგატყობინოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია თბილისში ტესტს-მატჩის გამართვას შეუძლებლად მიიჩნევს და აუცილებლად თვლის შეგახსენოთ, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემაა, რომლებიც კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ სხვაობებს სცდება“, – მითითებულია რელიზში.

დატოვე კომენტარი