საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო რივას პალასიოსმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, საქართველოსა და პარაგვაის ორდინარული პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს, შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატში. გამოითქვა დაინტერესება, კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.