საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა.

დავით ზალკალიანი და ნიკოლა დიმიტროვი ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.

„მისასალმებელია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევას.

აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგებს ქვეყნის სახელწოდების ირგვლივ ისტორიულ გადაწყვეტილებას.

ასევე ვულოცავთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ნატო-ს გაწევრიანების ოქმის ხელმოწერას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ფაქტს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც იზიარებენ ნატო-ს ღირებულებსა და სტანდარტებს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.