საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე ოლიმპიადისა და პარალიმპიადის მედალოსნები დაასაჩუქრეს #1TVSPORT
ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივარი ოლიმპიადასა და პარალიმპიადის ჩემპიონებსა და მედალოსნებს მიესალმა.
„მიხეილ მესხი არენაზე“ მიესალმნენ ოლიმპიურ ჩემპიონებს – ლაშა ბექაურს (ძიუდო), გენო პეტრიაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ლაშა ტალახაძეს (ძალოსნობა), ვიცე-ჩემპიონებს – გივი მაჭარაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა), ტატო გრიგალაშვილს, ილია სულამანძეს (ორივე ძიუდო) და ბრინჯაოს პრიზიორს, ლაშა გურულს (კრივი); ასევე პარალიმპიელებს, ჩემპიონ გიგა ოჩხიკიძეს (პარამძლეოსნობა), ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ჭინჭარაულსა (პარასროლა) და ბრინჯაოს პრიზიორ ანა ჯაფარიძეს (პარატაეკვნდო).
ოლიმპიადის და პარალიმპიადის მონაწილეებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სამახსოვროდ საგანგებოდ მათთვის დამზადებული ეროვნული ნაკრების მაიუსრები გადასცა.