საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11:19, 24.11.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული ინიციატივების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე სასწავლო და პროფესიული მომზადების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას.

მსგავსი