საქართველოსა და ​ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღეს 25 წელი შესრულდა

16:59, 16.09.2019

საქართველოსა და ​ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღეს 25 წელი შესრულდა, – ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ წლების განმავლობაში, ქვეყნების ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

„ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ჩვენს ერებს შორის ურთიერთობებს რაც შეეხება – ტენდენცია მუდმივად და განუხრელად გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. დღეს მოვიაზრებით მოძმე ერებად, რომელთა შორის მეგობრობა და ურთიერთმხარდაჭერა სამაგალითოა და იმედიანად შევყურებთ მომავალს, გვაერთიანებს რა ჩვენი წარსული და საერთო ღირებულებები, რომელთა შორის უმთავრესიც თავისუფლებისაკენ სწრაფვაა“, – აღნიშნულია საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი