საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება
საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდრეგულაციების დაცვით გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დღეიდან, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.

ღონისძიებები გაიმართება შემდეგი განრიგით: 24 დეკემბერი – მესტია, ტყიბული, თელავი; 25 დეკემბერი – ოზურგეთი, ნინოწმინდა, ხარაგაული, ქარელი, დუშეთი; 26 დეკემბერი – მარნეული, ჩხოროწყუ, თერჯოლა, გურჯაანი; 27 დეკემბერი – საჩხერე, ხაშური, ახალქალაქი, ქობულეთი; 28 დეკემბერი – აბაშა, სამტრედია, ლაგოდეხი, თეთრიწყარო; 29 დეკემბერი – ასპინძა, ხელვაჩაური, კასპი, ამბროლაური, ჭიათურა; 30 დეკემბერი – ქუთაისი, დედოფლისწყარო, გარდაბანი, თიანეთი; 31 დეკემბერი – ზუგდიდი, ბორჯომი, ცაგერი; პირველი იანვარი – ბაღდათი; 2 იანვარი – წალკა, ახმეტა, ქედა, ონი, ყაზბეგი, წყალტუბო; 3 იანვარი – სენაკი, ვანი; 4 იანვარი – ხონი, რუსთავი, შუახევი, ადიგენი, ყვარელი; 5 იანვარი – ზესტაფონი, ხობი, დმანისი, წნორი, სიღნაღი; 6 იანვარი – მარტვილი, ხულო, ბოლნისი, 7 იანვარი – ლენტეხი, ფოთი, წალენჯიხა, საგარეჯო, ახალციხე, მცხეთა, გორი; 13 იანვარი-ლანჩხუთი, ჩოხატაური.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აღნიშნავენ, ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდრეგულაციები.