საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა #1TVSPORT

ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) წყალბურთის მსოფლიო თასი მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა და ესპანეთის ძლიერ გუნდთან დიდი სხვაობით დამარცხდა 9:20.

მეტოქემ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, რადგან დეიან სტანოევიჩის გუნდს 6:2 მოუგო. მეორე პერიოდში ესპანელებმა კვლავ 6 გოლის გატანა მოახერხეს, ჩვენ კი მხოლოდ ერთით ვუპასუხეთ. საქართველომ მხოლოდ ბოლო მეოთხედის მოგება შეძლო და, საბოლოო ჯამში, 11 ბურთით დამარცხდა.

ფინალური ეტაპის საგზურს 12 გუნდი მოიპოვებს, თითო ჯგუფიდან კი 3-3 საუკეთესო ნაკრები გადავა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი აქვს.

A ჯგუფი: იტალია, იაპონია, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, აშშ.

B ჯგუფი: სერბეთი, საბერძნეთი, საქართველო, ავსტრალია, ესპანეთი, მონტენეგრო.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

13 მარტი

20:30 საბერძნეთი – საქართველო

14 მარტი

20:30 საქართველო – სერბეთი