საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატს 29 აგვისტოს იწყებს #1TVSPORT
29 აგვისტოს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე მონტენეგრო იქნება და მატჩი 12:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოევიჩმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ეროვნული გუნდის შემადგენლობა დაასახელა:
ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ვალიკო დადვანი, ხვიჩა ჯახაია, ნიკა ტყეშელაშვილი, მარკო ელაჩა, ფაბიო ბარალდი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, ბორის ვაპენსკი, ნიკა შუშიაშვილი, რეზი იმნაიშვილი(კაპიტანი), ივან სარიჩი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოევიჩი
მწვრთნელი: ზუკა რურუა
ეროვნული გუნდი „ა“ ჯგუფში იტალიასთან, სლოვაკეთთან და მონტენეგროსთან ერთად იასპარეზებს.