საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა

როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენი ნაკრები მასპინძელი ქვეყნის წყალბურთელთა ეროვნულ გუნდს მეხუთე-მერვე ადგილისთვის ეთამაშა.

შეხვედრის საწყის პერიოდში ნიდერლანდების ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო, რაც საბოლოოდ, შეხვედრის გარდამტეხი მონაკვეთიც აღმოჩნდა. მატჩის აღნიშნულ პერიოდში საქართველოს კარში ოთხი გოლი გავიდა, ჩვენმა გუნდმა კი მეტოქეს მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა.

შეხვედრის დარჩენილ სამ პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა – 4:3, 3:4, 3:3 და საბოლოოდ, მასპინძლებმა 14:11 მოიგეს. საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ტურნირზე მორიგ შეხვედრას ხვალ, 21 თებერვალს, თბილისის დროით 13:00 მე-7 მე-8 ადგილისთვის გამართავს.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი ნაკრების მეტოქე საფრანგეთსა და კანადას წყვილს შორის დამარცხებული გუნდი იქნება. დღესვე როტერდამში ნახევარფინალური მატჩები გაიმართება, სადაც მონტენეგრო ხორვატიას, საბერძნეთი კი რუსეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.