საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სერბი სპეციალისტი გაწვრთნის

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ჯერჯერობით უცნობია მისი ვინაობა თუმცა როგორც საწყლოსნო სახეობათა ფედერაციაში გვიდასტურებენ, გუნდს სერბი მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანელებს, რომელსაც თბილისში უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რეზო ჩომახიძემ ნაკრებთან თანამშრომლობის დასრულების შესახებ განცხადება საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა და მან წყალბურთელებს განვლილი წლებისთვის მადლობა გადაუხადა. ჩომახიძეს სამუშაო კონტრაქტი ამოეწურა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღარ გაუგრძელდა.

შეგახსენებთ რომ ლეგენდარული წყალბურთელი რეზო ჩომახიძე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2017 წლიდან მუშაობდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების კონტინენტის 10 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

ჩვენს ნაკრებს ასევე პირველად აქვს შანსი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვოს, რომლის შესარჩევი ტურნირი როტერდამში თებერვალში გაიმართება.

რაც შეეხება რეზო ჩომახიძეს, ის სათავეში საქართველოს 15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებს ჩაუდგება.

დატოვე კომენტარი