საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების მინისტრებთან.

„უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.​