საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის აპარატის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

ევროპარლამენტში 28 ნოემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის აპარატის უფროსებმა და დელეგაციის წევრებმა ევროპელ კოლეგებთან პარლამენტის ციფრულ ტრასფორმაციაზე იმსჯელეს.

შეხვედრა ევროპარლამენტის აპარატის უფროსმა, კლაუს ველემ გახსნა და ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ქეთევან კვინიკაძემ ევროპარლამენტის აპარატის ხელმძღვანელთან და სხვა წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტთან რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის, „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ და ევროპარლამენტის თანამასპინძლობით გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.