საქართველოს თვრამეტწლამდე ნაკრების ყოფილი მორაგბე ავარიის შედეგად გარდაიცვალა
საქართველოს თვრამეტწლამდე ნაკრების ყოფილი მორაგბე ბართლომე კალაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი „აია“ ავრცელებს.
ახალგაზრდა მორაგბე „იუნკერებში“ ასპარეზობდა და სხვადასხვა დროს ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია. ბართლომე კალაძე იმ თვრამეტწლამდე ნაკრების წევრი იყო, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა.