საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრების წევრებს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

სპორტსმენები მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატიდან სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე 74 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკოლოზ კენჭაძე 79 კგ წონით კატეგორიაში და გივი მაჭარაშვილი 97 კგ.წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედალს 125 კგ წონითი კატეგორიის როლანდ ანდრიაძე დაეუფლა.
საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 50-ზე მეტი გუნდი გამოვიდა, მეორე ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი ბუქარესტში 16-18 ნოემბერს გაიმართა.