საქართველოს თასის ღია გათამაშება ფარიკაობაში
საქართველოს თასის ღია გათამაშება ფარიკაობაში
თბილისში, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს თასის ღია გათამაშება მიმდინარეობს, რომელშიც უძლიერესი ქართველი მოფარიკავეები მონაწილეობენ.
 
საქართველოს თასისთვის საუდის არაბეთის ნაკრების წევრებიც იბრძოდნენ, რომელთაც ქართველი სპეციალისტი, გელა მიქელაძე ავარჯიშებს – გუნდი საქართველოში სრული შემადგენლობით იმყოფება და ორკვირიანი შეკრება გაიარა.
საქართველოსა და საუდის არაბეთის ნაკრების ხელმძღვანელებმა შეკრების დასრულებისას ერთმანეთს სიმბოლურად საჩუქრები გადასცეს.
„დარჩენა თბილისში გამართული მსოფლიო თასის სატელიტის შემდეგ გადავწყვიტეთ, რადგან საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. მასთან ერთად ორკვირიანი შეკრება კი ძალიან სასარგებლო გამოდგა“ – ამბობს საუდის არაბეთის ნაკრების ქართველი მწვრთნელი.
მერაბ ბაზაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი: „საქართველოს თასზე გამოსვლა ნაკრების წევრებს ფორმის შენარჩუნებაში წაადგებათ, რადგან ერთ კვირაში ევგიპტეში მსოფლიო თასზე უნდა გამოვიდეთ – ეს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირია და კარგად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია“.