საქართველოს თასის ღია გათამაშება | ფარიკაობა
საქართველოს თასის ღია გათამაშება | ფარიკაობა

19-21 ოქტომბერს, თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს თასის ღია გათამაშება გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში ხმალში, რაპირასა და დაშნაში ქვეყნის უძლიერესი ქალი და ვაჟი მოფარიკავეები საუკეთესოებს გამოავლენენ.

წინასწარი შეხვედრები 10:00 დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 15:00.

 

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური