საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ახალი გათამაშება დაიწყო.
პირველ ეტაპზე, გათამაშებაში დაბალი ლიგის გუნდები და ლიგა 2-ის მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი მონაწილეობდა – „შევარდენი“, „თელავი“, „ნორჩი დინამო“ და „ცხინვალი“.
დღევანდელი მატჩები ასე დასრულდა:
თბილისი სითი – რაჭა 7:0
საქ. უნივერსიტეტი – ლიახვი 3:5
დინამო სოხუმი – მეშახტე 2:6
ზესტაფონი – ბათუმის დინამო 2 3:2
ტორპედო 2 – ივერია 0:2
სქური – სალხინო 4:5
კოლხი – იმერეთი 2 4:0
ჩხერიმელა – თბილისი 2016 0:2
საირმე – მერცხალი 3:2
17 და 18 აპრილს პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩები ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი 8-9 მაისს დაიგეგმა. ამის შემდეგ 1/16-ფინალური მატჩები, იქნება, რომელშიც ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის საუკეთესო 16 გუნდი ჩაერთვება.