საქართველოს თასი | ბათუმის „დინამო“ ფინალში „გაგრას“ შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს თასზე მეორე ნახევარფინალისტიც გაირკვა. ნახევარფინალში ბათუმის „დინამომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და თასის ფინალში გავიდა.
პირველ ტაიმში მოვლენები გორელებისთვის სასიკეთოდ განვითარდა. „დილამ“ 31-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა განავითარა, შოთა შეყილაძემ მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ზუსტად დაარტყა და ტაიმი სტუმრებმა მოიგეს.
მეორე ტაიმი ბათუმელების სრული დომინირებით წარიმართა – დირკ კარლსონის, მაურიდესის და ულად-ომარ იმრანის გოლებით ბათუმელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს – 3:1.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თასის ფინალში გავიდა, სადაც „გაგრას“ დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩის დრო და ადგილი მალე დაზუსტდება.