საქართველოს სუპერთასის ყველა შეხვედრა - „დინამო თბილისი“ ყველაზე წარმატებულია #1TVSPORT
2022 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს 2021 წლის სეზონის ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 20 თებერვალს, 18:00-ზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი დაარსდა 1996 წელს გაზეთ „რეზონანსის“ მიერ. ყველაზე მეტი ტიტულის მფლობელია „დინამო თბილისი“ (8-ჯერ), რომელიც მოქმედი გამარჯვებულიც გახლავთ. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს ხვდებიან ეროვნული ლიგის და საქართველოს თასის გამარჯვებულები. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე თასის ფინალში დამარცხებული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი პირველად 1996 წელს გათამაშდა.
ყველა მატჩი
1996 დინამო თბილისი 4–0 დინამო ბათუმი
1997 დინამო თბილისი 4–1 დინამო ბათუმი
1998 დინამო ბათუმი 2–1 დინამო თბილისი
1999 დინამო თბილისი 1–0 ტორპედო
2000–2004 არ გათამაშდა
2005 დინამო თბილისი 1–0 ლოკომოტივი
2006 ამერი 1–0 სიონი
2007 ამერი 4–1 რუსთავი
2008 დინამო თბილისი 1–0 ზესტაფონი
2009 ვიტ ჯორჯია 2–1 დ.დ დინამო თბილისი
2010 რუსთავი 2–0 ვიტ ჯორჯია
2011 ზესტაფონი 3–1 გაგრა
2012 ზესტაფონი 0–0 (პენ.4–2) დილა
2013 ჩიხურა 1–0 დინამო თბილისი
2014 დინამო თბილისი 1–0 ჩიხურა
2015 დინამო თბილისი 1–0 დილა
2016 არ გათამაშდა
2017 სამტრედია 2–1 ტორპედო
2018 ტორპედო 2–1 ჩიხურა
2019 საბურთალო 0–1 ტორპედო (2)
2020 დინამო თბილისი 0–1 საბურთალო
2021 დინამო თბილისი 2 – 2 (5–4. პენ) გაგრა
სტატისტიკა კლუბების მიხედვით
დინამო თბილისი 8 (1996, 1997, 1999, 2005, 2008, 2014, 2015, 2021)
ზესტაფონი 2 (2011, 2012)
ამერი 2 (2006, 2007)
დინამო ბათუმი 1 (1998)
ჩიხურა 1 (2013)
ტორპედო 1 (2018)
ვიტ ჯორჯია 1 (2009)
რუსთავი 1 (2010)
საბურთალო 1 (2019)
სამტრედია 1 (2017)