ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური წყვილები – კენჭისყრა ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა.
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში „იბერია 1999“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს. ორივე მატჩი 28 ივნისს გაიმართება.
„იბერია“- „დინამო თბილისის“ წყვილში გამარჯვებული ფინალში ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებულები – მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, რადგან საპრიზო ფონდი ყველა მონაწილეზე გადანაწილდება.
ზედიზედ მეორე წელია, საქართველოში სუპერთასი ე.წ. ესპანური მოდელით თამაშდება, რომლის მიზანია, ევროთასებისთვის ქართული გუნდები უკეთ მოემზადონ.
28 ივნისი, 20:00 „პეტრიაშვილი არენა“
„იბერია 1999“ – „დინამო თბილისი“
28 ივნისი, 21:00 „ბათუმი არენა“
ბათუმის „დინამო“ – ქუთაისის „ტორპედო“