დღეს „დინამო არენაზე“ სუპერთასის ფინალია - ტიტულს ორი „დინამო“ გაითამაშებს #1TVSPORT
დღეს „დინამო არენაზე“ სუპერთასის ფინალია - ტიტულს ორი „დინამო“ გაითამაშებს #1TVSPORT

4 ივლისს „დინამო არენა“ სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალს უმასპინძლებს. ტიტულისთვის ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

„დინამო თბილისმა“ „მიხეილ მესხზე“ გამართულ ნახევარფინალში პენალტების სერიაში გორის „დილა“ დაამარცხა. ასეთივე გზით მოხვდა ფინალში ბათუმის „დინამო“, რომელმაც სამტრედიის „მანჯგალაძე არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ სძლია.

„დინამო არენაზე“ ფინალური შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, ქუთაისის „შენგელია არენაზე“ „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შორის მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორივე მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ორგანიზაციის „იუთუბის“ არხზე იქნება შესაძლებელი.