საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, „სათემო ლიდერთა ფორუმი 2023“ გაიმართება

00:08, 15.11.2023

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, 16-17 ნოემბერს „სათემო ლიდერთა ფორუმი 2023“ გაიმართება.

პროექტი ევროკავშირისა და „კონრად ადენაუერის ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

თემის განვითარების მიმართულების ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლიდან ატარებს „სათემო ლიდერთა ფორუმს“.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ფორუმი უნიკალური ღონისძიებაა და მისი მიზანია როგორც სათემო (სხვადასხვა რეგიონის სოფლებსა და ქალაქებში შექმნილი) ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე სამოქალაქო, სამთავრობო და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

„სათემო ლიდერთა ფორუმი“ 2023 წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო და ბიზნესსექტორის 150-მდე წარმომადგენელი.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც, რომელიც გამოავლენს სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის გამარჯვებულებს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი თემის განვითარების მიმართულების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს, სათემო ლიდერთა ფორუმის შესახებ სტატისტიკური მონაცემები კი განთავსებულია ორგანიზაციის გვერდზე, შესაბამის ბმულზე.

მსგავსი