საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სპორტული მედიის საერთაშორისო დღე აღნიშნა #1TVSPORT
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ (სსჟა) სპორტული მედიის დღე ხალხმრავალი ღონისძიებით აღნიშნა. საღამო სპორტის სამინისტროსა და სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდის თანადგომით გაიმართა.
საზოგადოებას მედიის დღის აღსანიშნავად საგანგებოდ თბილისში ჩამოსულმა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა, მოქმედმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა, მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს.
საღამოზე გამორჩეული ჟურნალისტები დააჯილდოვეს. კობა ინასარიძესა და მამუკა კვარაცხელიას მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია გადაეცათ. გიორგი დარჯანია – ეროსი მანჯგალაძის, ხოლო არჩილ გოგელია ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ჟურნალისტი ირაკლი თავაძე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა.
პირველი არხის სპორტული მიმართულების დირექტორი გიორგი თვალაბეიშვილი კოტე მახარაძის ყოველწლიური ჯილდოს მფლობელი გახდა, ხოლო ხატია ჯიჯეიშვილს გურამ თიკანაძის სახელობის პრემია გადაეცა.