გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 17:21 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი ლელო სწრაფად დადეს, თავი გიორგი ჯობავამ გამოიჩინა. იტალიელებმა მალე მოახერხეს სიტუაციის გამოსწორება, ტაიმის ბოლომდე ორი ლელო დადეს, ორივე შედეგიანად გარდასახეს ტაიმი 14:5 მოიგეს.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა სიტუაციის გამოსწორება სცადა, ორი ლელოს დადებაც მოახერხა (ჯობავა, ჭუაძე), მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა 7 ივლისს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ფრედ 19:19 ითამაშა.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიამ რუმინეთი 26:5 დაამარცხა.
საქართველოს ჯგუფის ბოლო შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ დღეს, 17:35 საათზე ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჰამბურგში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი („ყოჩები“), ბექა გელხვიძე („ლელო“), ირაკლი სიმსივე („აია“), სოსო მათიაშვილი („შავი ლომი“), სერგი ჩხაიძე („ყოჩები“), გიორგი ჭუაძე („აკადემია“), ლაშა ლომიძე („შავი ლომი“), გიორგი ფრუიძე („ბათუმი“), რომან მახათაძე („ყოჩები“), გიორგი ჯობავა („ხვამლი“), გაგა ქევხიშვილი („ლელო“), ანზორ სიჭინავა („ბათუმი“), გიორგი კურტანიძე („ლელო“).
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე.