სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა
სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით, საქართველოს კონგრესის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტი მომავალ კვირაში შედგება.

„კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხემძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.