საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეფასება

17:38, 25.09.2020

სამეურვეო საბჭო ყურადღებით აკვირდება საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო საარჩევნო პროცესის გაშუქებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გაეცნო შესაბამისი მონიტორინგის დასკვნებს და აცხადებს:

2020 წლის 1-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიმართ არაობიექტური ან მიკერძოებული დამოკიდებულებისა თუ გამოხატვის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქების დროს დაცული იყო ეთიკური სტანდარტები, ასევე მაქსიმალურად ნეიტრალურად შუქდებოდა საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა.

მსგავსი