საქართველოს საპატრიარქო ილია მეორისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორისა და სომხეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა.

დატოვე კომენტარი