საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შეხვედრებს მართავს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, პარლამენტში ხორვატ კოლეგას ხვდება. დაგეგმილია შეხვედრები ხორვატიასა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან, ასევე თავდაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ხორვატიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია ცაგარეიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი გელა სამხარაული.