საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, არტ ოლირის შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმები და მათი თანხვედრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან.

„ირლანდიის საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმებით. მან სურვილი გამოთქვა დანერგილი სიახლეების კუთხით ჩვენი ქვეყნის გამოცდილება გაიზიაროს. შევთანხმდით, რომ ირლანდიის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები წელს საქართველოს ეწვევიან“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტიდან ირლანდიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.