საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრები რუმინეთიდან რვა მედლით დაბრუნდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრები საქართველოში დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრებმა რვა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათ შორის ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.
პირველად ქართული ქალთა ჭიდაობის ისტორიაში, 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ოძელაშვილის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონობა მძიმე წონით კატეგორიაში ელენე ქებაძემ იზეიმა. ვაჟთა შორის კი ჩემპიონატის ოქროს მედლები წელს უკვე მეხუთედ ვახტანგ ჩიდრაშვილმა და ბექა ბერულავამ დაისაკუთრეს.