საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი დღეს დაიწყო
საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი დღეს დაიწყო

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დღეს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირში თბილისის და რეგიონების 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

დღესვე კენჭისყრა ჩატარდა. 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდი 160
მოჭადრაკით იქნება წარმოდგენილი. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, ერთმანეთს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზონების გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც ჩემპიონი გუნდი გამოვლინდება.

ტურნირში ჯამში სხვადასხვა ასაკისა და კვალიფიკაციის პროფესიონალი მოჭადრაკე და ჭადრაკის 300 მოყვარული მიიღებს მონაწილეობას. საზოგადოებრივი მაუწყებელი ტურნირის საინფორმაციო მხარდაჭერია.