საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს საქართველოს სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელები) ეკლესია. გაიმართა სააღდგომო ღვთისმსახურება. სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა, ოლეგ ხუბაშვილმა ქრისტიანებს მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

„სახარების რწმენის ეკლესიის სახელით მინდა, ყველას მივულოცო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტეს აღდგომა არის ბრწყინვალე მოწმობა იმისა, რომ ადამიანის არსებობა გარდაცვალებით არ მთვარდება და თვით სიკვდილსაც კი არ შეუძლია ზეციერი მამის გეგმის დარღვევა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მივულოცო ქრისტეს აღდგომა“, – აღნიშნა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა.

სააღდგომო ღვთისმსახურებას თბილისში არსებული ნიგერიელთა საღვთო ეკლესიის წარმომადგენლებიც შეურთდნენ. პასტორმა სოლომონ ფალაბიმ მორწმუნეებს ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.