საქართველოს საგარეო უწყებაში მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილისა და ელინა ვალტონენის ერთობლივი განცხადებები.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.
