საქართველოს საგარეო უწყება ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბოლო დღეებში ღაზის სექტორსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებით ადევნებს თვალყურს უკანასკნელ დღეებში ღაზის სექტორში და სამხრეთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა და დაზარალებულთა გამო.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ გადაიდგმება ყველა აუცილებელი ნაბიჯი ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად რეგიონში“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დატოვე კომენტარი