საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. საქართველო თანაუგრძნობს ჰაიტის ხალხს, უსურვებს სიმტკიცეს და ტრაგედიის შედეგად დაშავებულთა სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია სამინისტროს „ტვიტერის“ განცხადებაში.
გასულ დღეს კუნძულ ჰაიტიზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 2 000-ს აღემატება.
We’re deeply saddened by loss of life caused by devastating earthquake in #Haiti. Our thoughts are with families and friends of the victims. 🇬🇪 stands in solidarity with 🇭🇹 wishing strength to the people of 🇭🇹 and speedy recovery to those injured in this tragedy. @MAE_Haiti
— MFA of Georgia (@MFAgovge) August 15, 2021