საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური კორპუსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართველი კომპოზიტორის, მაესტრო გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

გია ყანჩელის გენიამ შორს გაუთქვა სახელი საქართველოსა და ქართულ კულტურას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მრავალი ღონისძიება გაუმართავს ბ-ნ გიას შემოქმედების შესახებ, ხშირად მისი პირადი მონაწილეობით. გია ყანჩელი გახლდათ და მუდამ დარჩება საქართველოს ყველაზე დიდ ელჩად საზღვარგარეთ. გვეამაყება, როდესაც მის შემოქმედებას ჰყავს ამდენი თაყვანისმცემელი მსოფლიოში. გვჯერა, გია ყანჩელის დაუვიწყარი მუსიკა მომავალშიც მრავალგზის გაიჟღერებს მსოფლიოს არაერთ ქალაქში როგორც ქართული შემოქმედების უკვდავი ჰიმნი“, – აცხადებენ სამინისტროში.